
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში რობოტების ბრძოლა - SUMO Challenge ჩატარდა.
აღნიშნულ დღეს, XIა და XI ბ კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს არჩევითი საგანი - რობოტექნიკის ფარგლებში შექმნილი მანქანა-რობოტები.
რობოტები მათ საგაკვეთილო პროცესში არდუინოს პროგრამირებადი დაფის, მოწინააღმდეგის აღქმის სენსორის, ძრავების და ელემენტების გამოყენებით ააგეს.
უნიკალური კოდების დახმარებით რობოტები ავტონომიურად ცდილობდნენ ეპოვნათ მეტოქე და შეჭიდებით გაეყვანათ საასპარეზო წრიდან.
გამოწვევაში მონაწილეობდნენ 4-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 10 გუნდი.
შეჯიბრი ემოციურად წარიმართა და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი Mad Scientists შემდეგი შემადგენლობით: ლიზი უკლება, მარიამ ჯუღელი, ნინი გაბუნია, მარიამ ბუცხრიკიძე.
გუნდს გადაეცა რობოტების ბრძოლის გარდამავალი თასი.
„მათ ვუსურვებთ მათ ამ ტიტულის შენარჩუნებას და მორიგ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: