საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
04-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, სწორედ ამიტომ აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში.

28-31 მაისს  გამართულ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაიონულ კონფერენციაში, საბუეს სკოლის ორი მასწავლებელი: დირექტორის მოადგილე მარინა ტურაშვილი და დაწყებითი საფეხურის პედაგოგი მაია მჭედლიშვილი მონაწილეობდნენ.

პედაგოგებმა საინტერესო პრეზენტაციებით, საკუთარი, წარმატებული პედაგოგიური გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს კონფერენციის დასასრულს გადაეცათ მადლობის სიგელი. 

„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას“, - ასე ულოცავენ სკოლაში პედაგოგებს მიღწეულ შედეგს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203