
დაბლაციხის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია, მათ შორისაა თორნიკე ძნელაძეც, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატია.
„პირველი კლასიდან ოქროს მედლამდე განვლილი გზა“, - ასე აფასებენ სკოლაში თორნიკეს მონდომებასა და შრომას, რომელიც ცოდნის სამყაროში შებიჯებიდან, სკოლის დასრულებამდე გაიღო.
სკოლა ამაყი და მოხარულია თორნიკეს მიღწევით და ქვეყნისთვის სასახელო ახალგაზრდის აღზრდისთვის.
სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, კურსდამთავრებულს ულოცავენ სკოლის წარჩინებით დამთავრებას და უსურვებენ წარმატებებს ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: