სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდმა ჭადრაკში რაიონული პირველობა მოიპოვა
04-06-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჭადრაკის სწავლებას, მოსწავლეები საგნის მიმართ დიდი ინტერესს გამოხატავენ, თავიანთ შესაძლებლობებს კი შეჯიბრებებში წარმოაჩენენ. 

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ატარებს საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადას - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, რომლის პირველ ეტაპზე მონაწილეობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლა. თითოეული სკოლის გუნდი წარმოდგენილი იყო I და II კლასის 4 მოსწავლითა და გუნდის კაპიტნით.

სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდმა კი, რაიონული პირველობა და რეგიონული ტურის საგზური მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203