„თავისუფალი, ლაღი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე თაობა!“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლიდან კიდევ ერთი თაობა გააცილეს
04-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ ქვეყანას მე-12 თაობა აღუზარდა და ახალგაზრდებს წარმატებული ცხოვრებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

2023-2024 სასწავლო წლის დალოცვისა და დამშვიდობების ცერმონიალი გაიმართა, მაიკო ჯავახიშვილის სახელობის სიყვარულის ბაღში.

თორმეტი სასწავლო წლის შეჯამება! - ემოციებით აღსავსე ღონისძიება, რომელიც მთელი ცხოვრება ჩაილექება ახალგაზრდების მეხსიერებაში. 

ღონისძიებას ესწრებოდა ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, სკოლის მოძღვრები, ბოლნისის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსი იამზე სვანიძე, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

„თავისუფალი, ლაღი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე თაობა!“, - ასე აფასებენ სკოლაში რიგით მე-12 თაობას, ახალგაზრდებს, რომლებმაც სასკოლო მოღვაწეობა დაასრულეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული კურსდამთავრებულის შემაჯამებელი სიტყვა იყო დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი. 

ღონისძიება გაჯერებული იყო ახალგაზრდების შთამბეჭდავი ნომრებით, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული წარმოდგენები და ემოციური სიტყვით გამოსვლებით. 

დღის ბოლოს, ყველა ახალგაზრდა მეუფემ დალოცა, სასაკოლო საზოგადოებამ კი მათი თეთრი პერანგები ემოციური წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეამკო. 

„სიყვარულით გავზარდეთ და გვჯერა სიყვარულით ემსახურებიან ოჯახს, სამშობლოსა და სრულიად სამყაროს! მადლობა უფალს და, მადლობა თქვენ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, საყვარელო პედაგოგებო, ერთგულო მშობლებო! მადლობა ჩვენს უძვირფასეს მეუფეს, მისი ლოცვა-კურთხევა გინათებდეთ ცხოვრების გზას! ჩვენ გვჯერა თქვენი! საქართველოს მომავალი თქვენია! დიდი მადლობა კლასის დამრიგებელს იზა რეხვიაშვილსა და უსაყვარლეს მშობლებს, საოცარი წუთები გვაჩუქეთ! აქ სიყვარულია! ერთობა ჰქმნის დღესასწაულს!“,- ამ სიტყვების ფონზე კი, დაემშვიდობნენ ახალგაზრდებს და წინსვლა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203