მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ
04-06-2024

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას აწყობენ და საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის (ხელმძღვანელები: ინგა გელაშვილი და ასმათ ბუსხრიკიძე) წევრების მონაწილეობით მოეწყო ვიზიტი სხვიტორის მოხუცთა დღის ცენტრში.

გასვლითი აქტივობა 31 მაისს გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ცენტრში მათ გულთბილი მიღება მოუწყო ხელმძღვანელმა ქეთევან ფალავანდიშვილმა. ტორტით ხელდამშვენებულებმა მოსწავლეებმა გაახარეს მასპინძლები, მათ დაუსვეს შეკითხვები, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს და დადებითი ემოციებით აღივსნენ. 

ცენტრის მკვიდრებმა  გულთბილად დალოცეს და მშვიდობიანი მომავალი უსურვეს მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203