
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლა-ბიზნეს ფორუმზე მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტით - „წყალი სიცოცხლეა“, წარდგნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბ „ბაზისის“, შრომა შეუმჩნეველი არ დარჩათ ბიზნესმენებს და პროექტი დაფინანსდა.
ქსოვრისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის კომპანია „სალის“ დამფუძნებელს - ვაჟა უსენათაშვილს გულისხმიერებისა და თანადგომისათვის.
იხილეთ ფოტოები: