
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით იზეიმეს.
სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეების განწყობის ამაღლებაზე და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე, სწორედ ამის დასტური იყო 1-ელი ივნისისადმი მიძღვნილი ზეიმიც.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგები: ნანა მჭედლიშვილი და ელზა კაკოშვილი ხელმძღვანელობდნენ და მასში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილებდნენ.
პატარებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს, ბევრი იმხიარულეს და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: