„სამშობლოს სევდა“ - პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება ხონის N2 საჯარო სკოლაში
05-06-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

ემოციური, ამაღლებული, გულშიჩამწვდომი იყო სკოლის მე-7 კლასის (მასწავლებელი ავლორა ომანაძე-ასლანიკაშვილი) მოსწავლეთა წარმოდგენილი ლიტერატურულ-მხატვრული საღამო-პრეზენტაცია თემაზე - „სამშობლოს სევდა“. 

პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203