
ახალციხის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს შემეცნებითი, შემოქმედებითი და მათ ინტერესებს მორგებული - ამას პროფესიონალიზმითა და ურთიერთთანამშრომლობით, საკმაოდ წარმატებულად ართმევენ თავს.
ამჯერად, მათემატიკის და ინგლისური ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული შეჯიბრი - ვიქტორინა.
ვიქტორინაში მონაწილეობდა ორი გუნდი: „ლომები“ და „არწივები“, თითოეულმა მოსწავლემ თავიასი შესაძლებლობების წარმოჩენა შეძლო და ამასთანავე გაიღრმავა ცოდნა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრები ვიქტორინის დასასრულს სკოლის დირექტორმა სიგელებით დააჯილდოვა.
საბოლოოდ, ვიქტირინაში მეგობრობამ გაიმარჯვა.
იხილეთ ფოტოები: