ბავშვთა დაცვის დღესასწაული თბილისის N132 საჯარო სკოლაში 
04-06-2024

თბილისის N132 საჯარო სკოლაში ბავშვების ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან, მოსწავლეებს საკუთარ უფლებებს ასწავლიან და მოვალეობებს შეახსენებენ. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

მოსწავლეებმა ჩვეული მონდომებითა და ხალისით იზეიმეს დღესასწაული. აქტივობებში ყველა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა გამართეს ნახატების გამოფენა, საკლასო აქტივობები, ვიქტორინები, ფლეშმობები. დაიდგა ცეკვები, შესრულდა სიმღერები და მუსიკალური ნომრები. 

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველა ბავშვს კიდევ ერთხელ ულოცავს დღესასწაულს და უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203