არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზღაპარი სპექტაკლად აქციეს 
04-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, მორიგი საინტერესო და სახალისო ღონისძიება ჩატარდა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა სომხური ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ გადიანის ხელმძღვანელობით, ოსკარ უაილდის ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ მიხედვით სპექტაკლი წარადგინეს (ნაწარმოები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია).

მოსწავლეებმა ჯერ შეისწავლეს ზღაპარი, შემდეგ გაინაწილეს როლები და დადგეს სპექტაკლი. მათ აღნიშნულ დღეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მშობლები, მოსწავლეები და სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ჰაიკანუშ გადიანს საინტერესო ღონისძიებისთვის. 

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203