ფიროსმანის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
04-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებიან და ეროვნულ ღირებულებებს იზიარებენ. 

ცხადია სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნება ეროვნული დღესასწაულები და გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით,  ღონისძიება გამართეს მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ეკა მურადაშვილის ხელმძღვანელობით . 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში „იმოგზაურეს“ და კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ყველა გმირს, რომლებიც ერის თავისუფლებისთვის სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203