გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეთა ​შთამბეჭდავი ექსკურსია ეგზოტარიუმში 
05-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეთა სასკოლო დღეები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებას, როგორც სასწავლო სტრატეგიას, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. 

ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ეგზოტარიუმში. მოსწავლეებმა სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობები, მათ შორის გველები დაათვალიერეს.  სხვადასხვა ქვეწარმავალის შესახებ საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს, ცოდნა გაიმდიდრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203