2023-2024 აკადემიური წლის ლიდერი სკოლის სტატუსი და წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმატებული მუშაობის აღიარება 
04-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

29 მაისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის, წლის შემაჯამებელი ღონისძიება იმერეთის 93 სკოლის წარმომადგენლებისთვის ქუთაისში გაიმართა, სადაც სკოლების მოსწავლეებმა და მათ შორის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წარადგინეს განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები (კერძოდ, სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების, მოსწავლეთა თვითმმართველობების, მცირე საგრანტო კონკურსისა და კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელებული პროექტები). 

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ნაჩვენები იყო წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები. 

აღსანიშნავია, რომ ლიდერმა სკოლებმა გააზიარეს თავიანთი მუშაობის შედეგები დამეგობრებულ სკოლებთან. 

ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა 2023-2024 აკადემიური წლის ლიდერი სკოლები, რომელთა შორისაც გახლავთ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა. 

ღონისძიებაზე გამოვლინდა გეიმიფიცირებული პროგრამის „ღია თვითმმართველობა“, ათეული. აქაც, საპატიო ადგილი ეკავა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას, რომლის თავმჯდომარე ლუკა ტყაბლაძეა.

პროგრამის რეგიონულ შემაჯამებელ ღონისძიებას 300-მდე ადამიანი - იმერეთის 93 სკოლის, PH International - საქართველოს და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203