ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაში
03-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

მათ შორისაა მე-5 კლასის მოსწავლე კონსტანტინე თოფურია (დამრიგებელი ნინო ქორიძე), რომელიც წარჩინებული მოსწავლეა.

„კონსტანტინეს ყველა საგნის მასწავლებელი ძალიან აქებს და მასზე დიდ იმედს ამყარებს. მას, ძალიან უყვარს კითხვა და მისი ოთხი და-ძმისთვის ნამდვილად სანიმუშო ძმაა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-5 კლასელი ახლახან, როგორც 2023 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში გამარჯვებული „კინგსელი“ ვილნიუსში ჩატარებულ „კინგსის“ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდა. მან, ოლიმპიადაში მეორე ადგილი დაიკავა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ, მას ამ წარმატებას ულოცავენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203