დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-8 კლასელი მარიამ მალანია მხატვრული კითხვის კონკურსის გამარჯვებულია 
04-06-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს სხვადასხვა კონკურსში მოსწავლეთა შედეგები და მიღწევები.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-8 კლასელი მარიამ მალანია. ის, მხატვრულ კითხვის კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინა და ღირსეულად გაიმარჯვა.

მოსწავლეთა შორის კონკურსი მხატვრულ კითხვაში მარტვილის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სკოლა მოსწავლის მიღწევით ამაყობს და მას მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას ულოცავს. მას კონკურსისთვის ამზადებდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ნონა თოდუა და რუსუდან გაგუა.

სკოლა მათ აღნიშნული კონკურსისთვის მოსწავლის მომზადების გამო მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203