განძის N1 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
03-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარი სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სკოლაში გაიმართა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რომელიც მხიარულ თამაშებს მოიცავდა.

მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. ბოლოს კი ბავშვებმა ოცნებებით სავსე ბუშტებს გაუშვეს ცაში. მათ დრო ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძლიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203