პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში, „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტი განხორციელდა
03-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლაში, 31 მაისთან დაკავშირებით, რომელიც „თამბაქოს გარეშე“ საერთაშორისო დღედაა დაწესებული საინტერესო პოექტი განხორციელდა.

პროექტის პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ ისაუბრეს და საჭირო ინფორმაციები მოიძიეს.

სასკოლო პროექტი მოქალაქეობის საგანში ჩატარდა.

გაკვეთილზე ასევე, თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, ბავშვებმა ბუკლეტები დაარიგეს და ექიმს შეხვდნენ.

აქტივობა, მე-9 და მე-10 კლასებში განხორციელდა, მას მასწავლებელი სამსონ ბდოიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203