ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდ სცენაზე და პატარა მსახიობების გათამაშებული მიუზიკლი
04-06-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სპექტაკლში მონაწილეობდნენ.

ბავშვთა ნიღბების თეატრის საიუბილეო საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ ხონის კულტურის ცენტრში გაიმართა.

სპექტაკლში მონაწილე არაჩვეულებრივ პატარა მსახიობებს შორის არიან ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - იოვანე კოპალიანი, ლუკა ჯანელიძე, ლუკა სულუხია, ლუკა ჩიხლაძე, გიორგი ჩარგეიშვილი, საბა ჯურხაძე, სანდრო ქარქაშაძე, სანდრო კირთაძე, დავით ჩანქსელიანი, მარიამ ლომიძე, გიორგი ლომიძე.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

„მადლობა ქალბატონ მერი ბარაბაძეს, რომ ხონელებს გვაქვს ასეთი დიდი ფუფუნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა მონდომებითა და შემოქმედებითი უნარებით ამაყობს.

„ყოჩაღებო, სკოლა ამაყობს თქვენით!“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203