მაღლაკის N1 საჯარო სკოლას, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ
03-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშრებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა. 

პატარებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად იზეიმეს ბავშვთა დაცვის დღე და ამასთანავე მოინახულეს სკოლა, რომელშიც მომავალი წლიდან დაიწყებენ სწავლას. 

პატარებმა, მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ხატვის კონკურსში, რომელსაც ხელოვნების მასწავლებელი ირმა ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა, მათი ნახატები კი სასკოლო სივრცეში გამოფინეს. 

დღე დასამახსოვრებელი, ემოციებით დატვირთული და ძალიან სახალისო გამოვიდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203