ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს შემოქმედებითი აქტივობები მიუძღვნეს
03-06-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დახატეს ლამაზი პოსტერები, შეკრეს მშვიდობიანი წრე, იმღერეს და ბევრი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობაც გაიაზრეს, მათი დღე საზეიმოდ აღნიშნეს და ერთმანეთს სიყვარულით მიულოცეს. 

სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, მათ ინტერესებს იზიარებენ და სასწავლო პროცესს მათთვის ამრავალფეროვნებენ, სწორედ ამის დასტური იყო ბავშვთა დაცვის დღე ურავის საჯარო სკოლაში 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203