ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
03-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. 

ამჯერად, სკოლაში, ეკოკლუბის - „ბუნების ქომაგები“, ინიციატივით ჩატარდა სპორტული ღონისძიება -„მხიარული სტარტები“, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში სასკოლო საზოგადოება აქტიურად და დიდი შემართებით ჩაერთო, მოსწავლეებმა თავიანთი უნარები წარმოაჩინეს და დღე დასამახსოვრებლად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203