თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამბაქოს წინააღმდეგ გაილაშქრეს და ეზოში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს 
04-06-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, შესაბამისად სკოლაში არაერთი ინიციატივა იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან და საზოგადოებაში აქტუალურ საკითხებზე ცნობიერებას იმაღლებენ. 

31 მაისს კი, სკოლის ეზოში გაიმართა პროექტ-აქტივობა - „ერთი დღე თამბაქოს გარეშე“. 

თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, აღსანიშნავია, რომ მას პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა. 

აქტივობა მიეძღვნა 31 მაისს, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების ისტორიაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 1988 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (World Health Organization) ამ დღის აღნიშვნით ცდილობს, ხაზი გაუსვა სიგარეტის და თამბაქოს სხვა პროდუქტების საზიანო ეფექტს.

ეს დღე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თამბაქოს მოხმარების საშიშროების, თამბაქოს კომპანიების ბიზნეს პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ეხმარება ხალხს გაიაზრონ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად და მომავალი თაობების დასაცავად.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203