დაბა თიანეთის N2 სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო ტურით ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს 
03-06-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ. 

საგანმანათლებლო ტურისტულ ორგანიზაცია Linklearn -თან ერთად, მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი სასწავლო ექსკურსია მოეწყო. 

სკოლის მე-4 კლასელებმა დაათვალიერეს ძველი თბილისი და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. 

მოსწავლეებს გიდობა გაუწია ნინო ბერიძემ, რომელმაც მოსწავლეთა დასმულ კითხვებს საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცა, რის გამოც კლასის დამრიგებელმა - თამარ დოლიაშვილმა დიდი მადლიერება გამოხატა ნინო ბერიძის მიმართ.

მოსწავლეები ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203