„წერილი თუშის ბიჭებს“ - თბილისის N28 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს 
03-06-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებით დავალებას მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-2 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს და განვლილი მასალა შეაჯერეს. 

„კომპლექსურ დავალებაში მრავალფეროვანი წერითი აქტივობების შესრულება წერის კულტურის გამომუშავებას უწყობს ხელს. მეორე კლასის მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გადაიმეორეს განვლილი მასალა, მოახდინეს ცოდნათა ორგანიზება და შექმნეს პროდუქტი - „წერილი თუშის ბიჭებს“,- გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი, რომელსაც მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ახარებს.

მოზარდებმა, პრეზენტაციისას, ახსნეს როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი, შეაფასეს სხვისი და საკუთარი ნამუშევრები.

სასწავლო პროეცესს, როგორც აღვნიშნეთ პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალებებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203