ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1 ივნისი განსაკუთრებულად აღნიშნეს 
03-06-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღნიშნეს.

ბავშვებმა ბუნებაში, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მრვალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. მათ, ლამაზი ნამუშევრები შექმნეს, ამ დღის მნიშვნელობასა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ღია ცის ქვეშ მოეწყო. მათმა შემოქმედებითობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი იყო.

​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203