ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა 
03-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გამართეს სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ დევიზით: - პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები”. კლასები განაწილდნენ  ორ გუნდად - „არწივები“ და „ძლიერები“.

აღნიშნულ შეჯიბრში გაიმარჯვა „არწივებმა“. მე-7 და მე-8 კლასებს შორის კი გაიმართა შეჯიბრი ფრენბურთში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - მე-7 კლასი.

შესვენების დროს კი, სკოლაში, მოეწყო „ფლეშმობი“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ - მე-7 კლასი ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე და მე-4 კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე თედეშვილი.

„მხიარული სტარტების“ ჟიურის წარმომადგენლები კი გახლდნენ მასწავლებლები: თამარ ბუზალაძე და რუსუდან კურტანიძე, მსაჯი კი - სპორტის მასწავლებელი ნიკოლოზ ფაფაკერაშვილი.

ეს დღე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203