ობუჯის თემის N1 სკოლის პედაგოგთა დაუვიწყარი სიურპრიზი მოსწავლეებს
03-06-2024
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა სიურპრიზად მოსწავლეებს ზეიმი მოუწყო, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეები ამ დღემ ძალიან გაახალისა და მათ განწყობა აუმაღლა.

„სიმღერები, ცეკვები, სპორტული შეჯიბრებები ერთმანეთს ცვლიდა და ბავშვების ჟრიამული მიდამოს ახალისებდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებელთა ჩართულობამ. ისინი, განსაკუთრებული ხალისით იხატავდნენ სახეს.

ზეიმის ბოლოს გაიმართა შეჯიბრი კლასებს შორის ფეხბურთში, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203