
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, ასპარეზობდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, ოთხი მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდებს შორის, ყველაზე მაღალი ქულით, გამარჯვებული გახდა ბარდნალის საჯარო სკოლი მეექვსე-მერვეკლასელთა გუნდი.
ასევე წარმატებით იასპარეზა დაწყებითი, მესამე - მეხუთე კლასების მოსწავლეთა გუნდმა, რომელიც მუნიციპალური ტურის გამარჯვებულია.
„ვულოცავთ ორივე გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ ფინალურ ტურში!“, - ასე ულოცავს სკოლის ხელმძღვანელი მთვარისა ახვლედიანი მოსწავლეებს წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: