
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმარათა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ინიციატორები იყვნენ მოსწავლეები. დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა მასწავლებელთა სიურპრიზმა - მოსწავლეებს ეს დღე ანიმაციურმა პერსონაჟმა - „თეთრმა დათვმა“ მიულოცა.
ღონისძიების სტუმრები იყვნენ კოლექტივის ყოფილი, მაგრამ საყვარელი და პატივცემული პედაგოგები: ფიალა ნორსოიანი და სვეტლანა ჰაკობიანი.
დღე დატვირთული იყო დადებითი ემოციებით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები გახარებული და ბედნიერები იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: