
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში, აქტიურად იმართება საინტერესო შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირე კონტინგენტიანია, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და შეუერთდნენ საინტერესო ინიციატივებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლას გამორჩეულად აქტიური მე-9 კლასის 2 მოსწავლე: მართა ხარძიანი და გიორგი მარგველანი ჰყავს, რომლებიც არა მხოლოდ კარგი სწავლით გამოირჩევიან, არამედ თანასკოლელებსაც საინტერესო ინიციატივებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა საინტერესო ლექცია, რომელშიც მართა და გიორგიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
დღის ბოლოს კი, მოსწავლეები ლექსების კრებულით - „გადამტყდარი რკალი“, დასაჩუქრდნენ.
დღე დასამახსოვრებელი, ემოციებით სხვსე და სასიხარულო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო: