ჯავშანიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
03-06-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა. მათ შორის იყო სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა სპორტული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203