
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი ღონისძიება, სადაც ასევე ჩართულნი იყვნენ მშობლები.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს და მხიარული განწყობით დაასრულეს დღე.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ხელმძღვანელი ლუიზა შარაშიძე და პედაგოგები ბავშვებს უსურვებს ბედნიერ მომავალს და წარმატებებს.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
იხილეთ ფოტოები: