მერენიის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა 
03-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ფეხბურთის შეჯიბრი გაიმართა. მასში მერენიისა და იხტილის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს თამაში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ორივე სკოლისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203