წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს შეუერთდნენ
03-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ისინი, ამჯერად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გამართა.

მოსწავლეები ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

„ბავშვები ძალიან გაახარა ანიმატორების გამოჩენამ რომლებთანაც იცეკვეს, იმღერეს და ითამაშეს მხიარული სტარტები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან სახალისო და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203