ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი ღონისძიება
03-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, 27 მაისს კი აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით პირველკასელები წარდგნენ. 

ინგლისურის მასწავლებლის ნარინე ხეჩოიანის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებმა ღონისძიება სრულიად ინგლისურ ენაზე წარმართეს. 

ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო საინტერესო ინსცენირება, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები, რამაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა და ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

„ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო, დღემ სახალისოდ ჩაიარა“, - ასე შეაფასეს პირველკასელთა წარმოდგენა სკოლაში და მათ ხალისიანი და ნაყოფიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203