დაშბაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის დასრულება ტორტით აღნიშნეს
05-06-2018
დაშბაშის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დასრულება ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“ აღნიშნეს.
პირველკლასელებმა კედლის გაზეთი გააკეთეს, ლექსები წაიკითხეს და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ტორტი გაჭრეს.
სკოლაში ასევე იზეიმეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატები გააკეთეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს. იხილეთ ფოტოები