ივანდიდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა
03-06-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის - „აქტიური მოქალაქეები“, ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლში კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, სწორედ ამ მიდგომით, ეს დღეც მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203