„ქართული და უცხო ქვეყნის სამზარეულო“ -საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
06-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ინგლისურ ენას ხალისითა და ინტერესით სწავლობენ, რადგან პედაგოგები მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, ეს კი ბავშვების მოტივაციაზე აისახება. 

თამარ მეფის გიმნაზიის III კლასში (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში (პედაგოგი ნათია მიქაძე) შეასრულეს პროექტი, სახელწოდებით -„ქართული და უცხო ქვეყნის სამზარეულო“.

მათ დაამზადეს პლაკატი, სადაც საქართველოს სამზარეულოს კერძები შეადარეს ინდოეთის, თურქეთისა და იტალიის დამახასიათებელ კერძებს.

ასევე, გააფორმეს ნახატებით და კიდევ ერთხელ შეიმეცნეს ქვეყნების კულტურული მახასიათებლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203