„დავიცვათ ჩვენი სასწავლო გარემო“-საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოწაფეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
05-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ, მათ შორის წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.

გიმნაზიის მირიანისა და ნანას სახელობის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) წარმოადგინეს პროექტი ინგლისურ ენაში (პედაგოგი ნათია მიქაძე) სახელწოდებით - „დავიცვათ ჩვენი სასწავლო გარემო“.

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი, დახატეს მათი თვალით დანახული სკოლა და სკოლის გარემო, ასევე, ჩამოწერეს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რითაც შეიძლება გავუფრთხილდეთ ჩვენს სასწავლო გარემოს.

მოსწავლეებმა პროექტზე აქტიურად, ხალისითა და დიდი შემართებით იმუშავეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს, რომ გარემოს დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203