ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობაში სასკოლო პირველობაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
03-06-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სპორტულ შეჯიბრებებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მამუკა და ლერი ჩხენკელიების ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში, საჯარო და კერძო სკოლების პირველობაზე მძლეოსნობაში ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. 

წარმატებული მოსწავლეები გახლავთ: 

ლუკა დავითულიანი - პირველი ადგილი 100 მეტრ სირბილში ვაჟებს შორის; 

მარიამ გალდავაძე - მეორე ადგილი 100 მეტრ სირბილში გოგონათა შორის; 

ვაჟა კაკაბაძე - მეორე ადგილი სიგრძეზე ხტომა ვაჟებს შორის.

„გილოცავთ ბავშვებო, სკოლა ამაყობს თქვენით“, - ამ სიტყვებით ულოცავენ სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203