„ბავშვთა უფლებები“ - ქარიატის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
03-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი ჩატარდა.

პროექტი: „ბავშვთა უფლებები“, მე-4 კლასში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა განახორციელა.

ბავშვებმა ნახეს ანიმაციები, ბავშვთა უფლებათა კონვენციის თითოეულ მუხლზე და მასზე დაყრდნობით შეადგინეს პლაკატები, რომელიც ეხმიანებოდა ბავშვთა უფლებებს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203