
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სკოლაში გატარებული პირველი წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ღონისძიება - „დედაენავ, ნახვამდის, ჩვენო ცოდნის ლამპარო!“, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა, თავიანთი შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს.
დღე ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი ერთმანეთს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ და მხიარული არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: