ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
03-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, ვის თუ არა პედაგოგებს, ყველაზე უკეთ ესმით მოტივაციის მნიშვნელობა, ამიტომ ზრუნავენ ბავშვების განწყობაზე და ცხადია, ეს დღეც მათთვის დიდ დღესასწაულად აქციეს. 

მოსწავლეებმა, ეს დღეს ერთმანეთს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს, ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს თავიანთი ცოდნა გაუზიარეს. 

დღის ბოლოს კი, მოსწავლეებმა სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს და თავიანთი დღით ბოლომდე დატკბნენ. 

ფერადად მორთული სკოლა, ღიმილიანი პატარები, ამღერებული და აცეკვებული მოსწავლეები - ასეთი იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩამდურის საჯარო სკოლაში, დღე, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203