
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში პროექტების სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ეს მოსწავლეთა დიდი ინტერესსა და აქტიურობას იწვევს.
ამჯერად, ბენარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, სვეტლანა ბოჩიკაშვილმა, მე-8 კლასის მოსწავლეების: მახარე ფეიქრიშვილის, ანა მსხვილიძისა და ნიკოლოზ ტატალაშვილთან ერთად განახორციელა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ფორჩხიძე, კლასის ხელმძღვანელი მარიკა ზაზაშვილი და პედაგოგები.
პროექტმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. პედაგოგის ინიციატივა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი სიამოვნებით ერთვებოდნენ სამუშაო პროცესში.
იხილეთ ფოტოები: