გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
04-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. 

სწორედ სპორტული ღონისძიებით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში „მხიარული სტარტები“, გაიმართა, რომელსაც  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით მონაწილეობდნენ, იზეიმეს ბავშვთა დაცვის დღე და დრო ხალისით გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203