
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამ დღის აღსანიშნავად, სკოლის დირექციამ, დაწყებითების მასწავლებლის - ნინო მერებაშვილის ხელმძღვანელობით, მათთვის დაუვიწყარი ექსკურსია მოაწყო.
ვინაიდან სკოლა მცირე კონტიგენტიანია, ექსკურსიაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, მათ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს და „დედაენას“ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
მოსწავლეები მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ. მათ ვარიანის შემდგომ, გზად უფლისციხეც მოინახულეს, საიდანაც უდიდესი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
სკოლაში პატარებს ახალ საფეხურზე გადასვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: