
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
„დედამიწის მოვლა, გარემოზე ზრუნვა მაგალითია სხვებისთვის, რომ გარემო ყველასია და მას მოვლა-პატრონობა ისე სჭირდება, როგორც საკუთარ ეზო-კარს, ის ყველასია და ერთად უნდა შევინარჩუნოთ, მოვუაროთ, როგორც საკუთარ სახლს“,- აღნიშნავენ მოსწავლეები, რომელთაც ბიოლოგიის მასწავლებლის ორგანიზებით, დასუფთავების კამპანია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: