ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე კლასის სახელზე ხე დარგეს 
03-06-2024

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში საზეიმო და ამაღლებული განწყობა სუფევდა.

სკოლიდან, მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულითა და ზარ-ზეიმით გააცილეს.

კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს და ვიდეოების მეშვეობით ეს პერიოდი სიყვარულით გაიხსენეს.

აღსანიშნავია, რომ მათ, ასევე კლასის სახელზე ხე დარგეს, რამაც ეს დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა.

ეს დღე ძალიან სასიამოვნო, ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203